წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის კოორდინაციით აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან კონფლიქტების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ცხედრების გადმოსვენება და იდენტიფიცირება გრძელდება. ამჯერად, კიდევ 12 ადამიანის ნეშტის გადმოსვენება მოხერხდა.
ევრონიუს ჯორჯიას ეთერში საუბრობს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მედიასთან ურთიერთობის მენეჯერი სოფო ელიზბარაშვილი.