მთავარიევროპაუკრაინაუკრაინელი სამხედროები საბრძოლო მასალის დეფიციტის შესახებ საუბრობენ

უკრაინელი სამხედროები საბრძოლო მასალის დეფიციტის შესახებ საუბრობენ

უკრაინელი სამხედროები საბრძოლო მასალებთან დაკავშირებულ პრობლემებზე და დამატებითი შეიარაღების აუცილებლობაზე საუბრობენ.

უკრაინის არმია აღმოსავლეთის ფრონტზე დამატებით საბრძოლო მასალას ელოდება. მათი თქმით, იმისთვის, რომ არტილერიამ გამართულად იმუშაოს, მათ დღეში 100 ჭურვი სჭირდებათ, თუმცა რეალურად მხოლოდ 20 აქვთ. უკრაინელი ჯარისკაცები იმედს თავდაცვის სწრაფად მზარდ  ინდუსტრიაზე ამყარებენ, რომლისთვისაც მთავრობა სახსრებს არ იშურებს.

ნაღმმტყორცნების კერძო ქარხნის მფლობელი, ანატოლი კუზმინი ამბობს, რომ ქარხანაში  ჭურვებს  120, 82 და 60-მილიმეტრიანი ნაღმმტყორცნებისთვის აწარმოებენ. ისინი ასევე აქტიურად მუშაობენ დრონების ძრავებისა და სხვა საბრძოლო მასალის წარმოების დაწყებაზეც.

ამჟამად, თავდაცვის ინდუსტრიის 80 პროცენტი კერძო სექტორის ხელშია. გასულ წელთან შედარებით, 40-ჯერ არის გაზრდილი ნაღმმტყორცნი ჭურვების წარმოება, საარტილერიო ჭურვების წარმოება კი გასამმაგებულია.

კომპანია „უკრაინული ჯავშანტექნიკის“ გენერალური დირექტორი ვლადისლავ ბელბასი ამბობს, რომ ისინი აქტიურად მუშაობენ წარმოების მოცულობის გაზრდაზე. მათ ყოველდღიურად აქვთ კონტაქტი მომხმარებლებთან, რათა გაიგონ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს აღჭურვილობა უშუალოდ ბრძოლის ველზე.

ამავდროულად,  სულ უფრო მეტად მწვავდება მუშახელთან დაკავშირებული პრობლემები, ზოგს მობილიზაცია შეეხო, ზოგის მუშაობას  კი ბიუროკრატიული დაბრკოლებები აფერხებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend