საქართველოს ფეხბურთის ნაკრების გამარჯვებაზე სოციალურ ქსელში საუბარი არ წყდება. მომხმარებლები აზიარებენ ვიდეო და ფოტომასალას, ამავდროულად, გამარჯვებას გვილოცავს მთელი მსოფლიო.
საქართველოს ნაკრებს და ქართველ ხალხს წარმატებას ულოცავენ ოკუპირებული აფხაზეთიდანაც. ამის შესახებ ფეისბუკის არაერთ ჯგუფში გამოქვეყნდა პოსტები.
ამ პოსტებში სოციალური ქსელის მომხმარებლები წერენ, რომ მალე ერთად აღნიშნავენ საქართველოს გამარჯვებას. ასევე აღნიშნულია ისიც, რომ ეს საქართველოს ნაკრებისთვის ისტორიული გამარჯვებაა და ვკითხულობთ არაერთ მისალოც ტექსტს.
Congratulations to our friends in Ukraine, Poland and Georgia on qualifying to @UEFA EURO 2024 last night. Your hard work has paid off!
Wishing you best of luck and a tournament filled with memorable moments.
— Maia Sandu (@sandumaiamd) March 27, 2024
საქართველოს გამარჯვება მიულოცეს მსოფლიო ლიდერებმაც. მოლდოვის პრეზიდენტის განცხადებით, თავდაუზოგავმა შრომამ შედეგი გამოიღო. მან უკრაინას, პოლონეთსა და საქართველოს წარმატება და დასამახსოვრებელი მომენტებით სავსე ტურნირი უსურვა.