მთავარიევროპაუკრაინაკიევში კვლავ ისმის განგაშის ხმები

კიევში კვლავ ისმის განგაშის ხმები

კიევში, საჰაერო თავდასხმების გამო, კვლავ ისმის განგაშის ხმები. მხოლოდ 25 მარტს, უკრაინის დედაქალაქზე სარაკეტო იერიშების გამო, ორჯერ ჩაირთო სპეციალური სირენები.

მოსახლეობამ ისევ მეტროსადგურებს შეაფარა თავი. უკვე მეხუთე დღეა, რაც რუსული საოკუპაციო ძალები კიევს ინტენსიური სარაკეტო დარტყმებით უტევენ.

მეტროსადგურები ყველას ვერ იტევს. ბევრს რამდენიმე საათის განმავლობაში იატაკზე უწევს ჯდომა. მეტროს თანამშრომლებმა მოქალაქეებს დასაკეცი სკამები დაურიგეს. კიევში ახლა მხოლოდ განგაშის დასრულება სურთ.

„ჩვენ ისევ მეტროში ვართ. ყველგან, მთელი ქვეყნის მასშტაბით ბალისტიკური რაკეტების ჩამოვარდნის საფრთხეა. იმედია, აქ მაინც არ დაემუქრება საფრთხე ჩვენს სიცოცხლეს“ – ამბობს კიევში მცხოვრები.

უკრაინის სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, დედაქალაქზე მიტანილი  საჰაერო იერიშები შედეგად, ცხრა მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. ყველაზე მეტად კი პეჩერსკის რაიონი დაზარალდა.

როგორც უკრაინის საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან, აფეთქებების ხმა ისმოდა უკრაინის სამხრეთით მდებარე ქალაქ ოდესასა და სხვა ქალაქებშიც.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend