ღაზის სექტორში მცხოვრებლები ეხმიანებიან გაეროს რეზოლუციას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და ამბობენ, რომ დროებითი შეთანხმება ვითარებას ვერ განმუხტავს.
მოქალაქეები ფიქრობენ, რომ ერთადერთი გამოსავალი ცეცხლის არა რამადანის დროს შეწყვეტა, არამედ საომარი მოქმედებების დასრულებაა.
„ჩვენ გვინდა ცეცხლი მხოლოდ რამადანის დღესასწაულზე კი არა, არამედ საერთოდ შეწყდეს. არ ვიცი ხვალ, რამადანის მე-16 დღეს, რა მოხდება. აქამდე ბრძოლები არ შეჩერებულა“, – ამბობს ღაზის სექტორში მცხოვრები სულეიმან ალ-ბუჰაისი.
ფარედ ჰამდანი, რომელიც ქალაქ ხან-იუნისიდან არის, საომარი მოქმედებების გამო, იძულებული გახდა, თავისი კარ-მიდამო დაეტოვებინა. ახლა ის მეჩეთში ცხოვრობს.
„არაფერს მოიტანს ცეცხლის შეწყვეტა, თუ ის დროებითია… ჩვენ საბრძოლო მოქმედებების საბოლოოდ დასრულებას მოვითხოვთ. დღეს ომი შეწყდება, ხვალ კი ისევ რაკეტებით დაგვემუქრებიან და დაგვხოცავენ“, – ამბობს ფარიდ ჰამდანი.
რეზოლუციის დოკუმენტს გაეროს უშიშროების საბჭოს 14-მა წევრმა დაუჭირა მხარი. შეეერთებულმა შტატებმა თავი შეიკავა, თუმცა არც ვეტოს უფლება გამოუყენებია.https://t.co/eEc9dOpBhg
— Euronews Georgia (@EuronewsGeorgia) March 26, 2024
ცეცხლის დროებით შეწყვეტასთან დაკავშირებით, გაერომ რეზოლუცია ბაიდენის ადმინისტრაციასა და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის დაძაბულობის ფონზე მიიღო.