მთავარიევროპასლოვაკეთისლოვაკეთში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა

სლოვაკეთში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა

გასულ უქმეებზე სლოვაკეთში გაიმართა საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც ხმათა 42.51 პროცენტით ქვეყნის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ივან კორჩოკმა გაიმარჯვა.
სლოვაკეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გამარჯვებული ივან კორჩოკი – Euronews

მეორე ადგილზე გასული, პარლამენტის სპიკერი, პიტერ პელეგრინი მას 5 პროცენტზე მეტი ხმით ჩამორჩა. ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 6 აპრილს გაიმართება.

სწორედ მომავალ შაბათს, გადაწყდება, თუ ვინ გახდება სლოვაკეთის რესპუბლიკის ახალი პრეზიდენტი. როგორც ცნობილია, არჩევნების მეორე ტურში საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ივან კორჩოკი და პარლამენტის სპიკერი და პარტია „ხმის“ ლიდერი პიტერ პელეგრინი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

ანალიტიკოს მიროსლავ ვლაჩოვსკის თქმით, არჩევნების შედეგები აჩვენებს, რომ საზოგადოება დაყოფილია და რომ ვითარება ძალიან სწრაფად იცვლება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend