ევროკომისიის პრესმდივანი პიტერ სტანო საქართველოში მართლმსაჯულების რეფორმის შესახებ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, ეს რეფორმა როგორც ევრობლოკის, ასევე ვენეციის კომისიის მიერ მიჩნეულია როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პუნქტი ევროინტეგრაციის პროცესში, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება საქართველოს მიერ ფუნდამენტური რეფორმების გატარებასა და 9 დათქმის შესრულებას.
ევროკომისიის პრესმდივნის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, საქართველომ უნდა შექმნას შესაბამისი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სასამართლოს სხვადასხვა შტოს შორის ურთიერთკონტროლის მექანიზმებს. მისივე განმარტებით, ეს უფრო გამჭვირვალეს გახდის სამოქალაქო, უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა არჩევა-დანიშვნას.
განცხადებაში ასევე წერია, რომ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა აუცილებელია და ევროკავშირი ამ მიმართულებით საქართველოსთან თანამშრომლობას აგრძელებს.