რუსეთის მიერ კიევსა და ხარკივზე მიტანილი ავიაიერიშის შედეგად დაიღუპნენ მშვიდობიანი მოქალაქეები.
სამაშველო ჯგუფები ამ დრომდე ეძებენ გადარჩენილებს. უკრაინის უდიდეს ტერიტორიაზე, ძირითადად სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონებში, საჰაერო განგაშის ხმა გაისმა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლელ პარტნიორებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, დროულად გადასცენ დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემები. მისი თქმით, ის საშუალებები, რომლებსაც ძირითადად ევროპის ქვეყნები აწვდიან უკრაინას, მათი ქალაქებისა და სოფლების გადარჩენას ემსახურება.
This night, Russia launched over 60 "Shahed" drones and nearly 90 missiles of various types at Ukraine. The world sees the Russian terrorists' targets as clearly as possible: power plants and energy supply lines, a hydroelectric dam, ordinary residential buildings, and even a… pic.twitter.com/5dX2fAMMiE
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) March 22, 2024
თუმცა არსებული საჰაერო თავდაცვის სისტემები არ არის საკმარისი უკრაინის მთელი ტერიტორიის რუსული ტერორისგან დასაცავად. ვოლოდიმირ ზელენსკი ითხოვს სისტემების იმ განსაზღვრულ რაოდენობას, რომლითაც სრულად იქნება შესაძლებელი ქვეყნის მთელი ტერიტორიის დაცვა.
ხუთშაბათს რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ნიჟნი-ნოვგოროდში საბრძოლო მასალის ქარხანაში მივიდა, რათა პირადად ენახა ავიაბომბების წარმოების პროცესი.
უკრაინაში რუსეთის მორიგ სახმელეთო იერიშს ელიან. ხარკივის რეგიონში, რომელიც რუსეთს ესაზღვრება, მასშტაბური საინჟინრო სამუშაოები მიმდინარეობს. თხრიან სანგრებსა და ბუნკერებს. ეს ადგილი რუსეთის შეტევის შემთხვევაში თავდაცვის მეორე და მთავარი ხაზი გახდება.