მთავარისაქართველოჯონ მალკოვიჩი თბილისშია

ჯონ მალკოვიჩი თბილისშია

“თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის” ფარგლებში ჯონ მალკოვიჩი და ინგებორგა დაპკუნაიტე ტიმოფეი კულიაბინის სპექტაკლ „ბამბის მინდვრების სიმარტოვეში“ ითამაშებენ. ორმსახიობიან სპექტაკლში ცნობილი ამერიკელი და ლატვიელი მსახიობების ხილვა ქართველ მაყურებელს 22 და 23 მარტს “გრიბოედოვის თეატრში” შეეძლება. ამ სპექტაკლის დადგმა თბილისში 2023 წლის ოქტომბერში იყო დაგეგმილი, თუმცა მალკოვიჩის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო.

ასევე 23 მარტს „თეატრ სახელოსნო 42-ში“ იგეგმება ჯონ მალკოვიჩისა და ინდებორგა დაპკუნაიტეს შეხვედრა თეატრისა და კინოინდუსტრიის წარმომადგენლებსა და მაყურებლებთან.

“პიესა სპექტაკლისთვის „ბამბის მინდვრების სიმარტოვეში“ ფრანგმა მწერალმა ბერნარდ მალკიმ კორტეზმა დაწერა, ხოლო რეჟისორი ტიმოფეი კულიაბინია. მასში მე და ინგებორგა დაპკუნაიტე ვმონაწილეობთ. სპექტაკლი მყიდველსა და გამყიდველზე მოგვითხრობს. თუმცა არ ვიცით, რას ყიდის გამყიდველი და რას სურს მყიდველს. ჩვენი მიზანია, აუდიტორიას ამბავი მოვუყვეთ. როგორ მიიღებს მას მაყურებელი, ეს მათ ინდივიდუალურობაზეა დამოკიდებული. ჩვენ უბრალოდ ამ ორი პერსონაჟის ისტორიას და მათ ურთიერთობას გადმოვცემთ”, – ამბობს ჯონ მალკოვიჩი.

„დაახლოებით 30 წელია ჯონთან ერთად ვმუშაობ. თუ არსებობს ადამიანი, რომელიც არის შესანიშნავი მსახიობი, პარტნიორი და მეგობარი, ეს არის ჯონი. მასთან ერთად შემიძლია ნებისმიერ ადგილას ნებისმიერი როლი შევასრულო. თუ ის იტყვის, რომ მოდი უდაბნოში ან მთვარეზე წავიდეთ, მაშინ მე წავალ მთვარეზე”, – ამბობს ინგებორგა დაპკუნაიტე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend