მთავარისაქართველოანგარიში: პოლიციელთა შესაძლო გადაცდომები საპროტესტო აქციების დროს

ანგარიში: პოლიციელთა შესაძლო გადაცდომები საპროტესტო აქციების დროს

22 მარტს ,,ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ მონიტორინგის მოკლე ანგარიში გამოაქვეყნა პოლიციელების მხრიდან შეკრებებისა და მანიფესტაციების მონაწილეთა მიმართ სავარაუდოდ განხორციელებულ ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ.

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლების მიერ აქციების დროს გადაღებული ფოტოები პოლიციის მხრიდან თვალთვალის შესაძლო ფაქტებზე მიანიშნებს, რაც შესაბამისი საკანონმდებლო საფუძვლის გარეშე არათავსებადია შეკრების თავისუფლებასთან.

ანგარიში სახელმწიფო დაწესებულებებისთვის რეკომენდაციებსაც მოიცავს.

ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლები 2023 წლის იანვრიდან დღემდე ადევნებდნენ თვალს თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებს და მანიფესტაციებს.

მათ მიერ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ჩატარებულ ინტერვიუებში რესპონდენტები, მათ შორის პოლიტიკური პარტიების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, აღნიშნავენ, რომ ისინი საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას არაერთხელ გამხდარან ფარული საგამოძიებო მოქმედებების ობიექტები და მათ უთვალთვალებდნენ უცნობი პირები.

როგორც ადამიანის უფლებათა ცენტრში ამბობენ, საქართველოს კანონმდებლობით რიგ გამონაკლის შემთხვევებში არის დასაშვები მსგავსი ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, მაგალითად – გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, პროკურორის დადგენილების საფუძველზე.

თუმცა, ადამიანის უფლებათა ცენტრში ამბობენ, რომ იმ აქციების მიმდინარეობისას, რომელთაც მათი დამკვირვებლები ადევნებდნენ თვალს, ამის კანონიერ საფუძველი არ ყოფილა.

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, საჯარო წესრიგის და აქციის მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვა პოლიციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა, რომლის განხორციელებისასაც სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა იმოქმედონ მაღალი პასუხისმგებლობით და ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული მიდგომის შესაბამისად.

საქართველოს კანონმდებლობით, პოლიციის მოვალეობაა უზრუნველყოს შეკრებების, მანიფესტაციების თუ სხვა მასობრივი შეკრებების მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვას და ფარული საგამოძიებო მოქმედებები უნდა ტარდებოდეს მხოლოდ და მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევებში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend