უკვე რამდენიმე დღეა ბელგოროდის მოსახლეობას განუწყვეტლივ ჩაესმის განგაშისა და რაკეტებისა და ჭურვების აფეთქების ხმები.
პარასკევს დილით რუსეთის სასაზღვრო ქალაქ ბელგოროდში დაბომბვის შედეგად ერთი პირი დაიღუპა და ორი დაიჭრა.
ადგილობრივი გუბერნატორის ვიაჩესლავ გლადკოვის განცხადებით, დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები და დაიწვა ავტომობილები.
Legionary “Svyat” in the forests of Belgorod region. Russia will be free! pic.twitter.com/iDly0jiKhL
— “Liberty of Russia” Legion (@legion_svoboda) March 22, 2024
“სამწუხაროდ, ისევ ცუდი დილა გაგვითენდა, ისევ ცეცხლის ქვეშ ვართ. არიან დაღუპულები და დაშავებულები. დაზიანდა სამი სამედიცინო დაწესებულება და საცხოვრებელი კორპუსი. ცოტა მოგვიანებით დილის დაბომბვის უფრო კონკრეტულ შედეგებს მოგახსენებთ. ყველა თანამდებობის პირი ახლა ადგილზეა. ვაფასებთ ზარალს“,-აცხადებს ბელგოროდის გუბერნატორი.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ ოთხშაბათს განაცხადა, რომ საზღვართან ახლოს მდებარე ბელგოროდის ზოგიერთი სკოლა დროებით დაიხურება.
ასევე უნივერსიტეტები და კოლეჯები გადადიან დისტანციურ სწავლებაზე, კლუბები კულტურული, სპორტული და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებიც დახურული დარჩება.
22 მარტიდან მიმდინარეობს რეგიონიდან 9 000 ბავშვის ევაკუაციაც.
ბელგოროდში კრემლის მოწინააღმდეგე რუსულ დანაყოფებსა და რუსეთის არმიას შორის დაპირისპირება უკვე თითქმის ორი კვირაა გრძელდება.
რუსულ თავდაცვის სამინისტროს განცხადებებში კი უკვე შეინიშნება ახალი ტერმინი – ბელგოროდის მიმართულება.