30-ზე მეტი ლიდერი მთელი მსოფლიოდან და სხვადასხვა ქვეყნის დელეგაცია ბრიუსელში ერთდღიანი ბირთვული უსაფრთხოების სამიტის ფარგლებში შეიკრიბა.
გავრცელებული ინფორმაციით, ლიდერები მხარს უჭერენ ბირთვული ენერგიის გამოყენებას კლიმატთან დაკავშირებული მიზნების მისაღწევად.
LIVE: Speech at the Nuclear Energy Summit ↓ https://t.co/zPDSkXfJlI
— Ursula von der Leyen (@vonderleyen) March 21, 2024
შეხვედრას თანათავმჯდომარეობას უწევდნენ ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ დე კრუ და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი რაფაელ გროსი.
ეს ისტორიაში ბირთვული საკითხების განსახილველად გამართული ყველაზე მასშტაბური და მაღალი დონის შეხვედრა იყო.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი რაფაელ გროსი ამბობს, რომ ნაბიჯები უკვე წინ იდგმება. ისინი განიხილავენ იმ უამრავ პროექტს, რომლებიც განვითარების ეტაპზეა ევროპის ქვეყნებში, ასევე გლობალურ სამხრეთში, ჩინეთში, რუსეთში, შეერთებულ შტატებში, კანადაში, კორეასა და იაპონიაში, სადაც ჩანს, რომ ბირთვული უსაფრთხოების საკითხები დინამიკურად ბრუნდება დღის წესრიგში.
შეხვედრას არ ესწრებოდა გერმანია, რომელმაც ერთი წლის წინ გამორთო უკანასკნელი სამი ატომური რეაქტორი.
ამ ნაბიჯით დასრულდა პროცესი, რომელსაც დიდი პოლიტიკური მხარდაჭერა ჰქონდა 2011 წელს იაპონიაში ფუკუსიმის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი კატასტროფის შემდეგ.