ომის დაწყებიდან მეექვსედ ამერიკის უმაღლესი დიპლომატი ენტონი ბლინკენი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ჩავიდა. ენტონი ბლინკენი საუდის არაბეთში კოლეგას შეხვდა, ხოლო ეგვიპტეში ქვეყნის პრეზიდენტს.
საუდის არაბეთში განხილვის მთავარი საკითხი ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება იყო, ხოლო ეგვიპტეში ღაზის სექტორში მყოფი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის შესახებ ისაუბრეს.
Today in Cairo, I met with President @AlSisiOfficial and Foreign Minister Shoukry to discuss our ongoing efforts to reach a ceasefire deal that includes the release of hostages, and would allow a sustained increase in aid for Gaza. pic.twitter.com/gqu8Jw5nTh
— Secretary Antony Blinken (@SecBlinken) March 21, 2024
ვაშინგტონი ცდილობს, რომ ისრაელსა და „ჰამასს” შორის ომი რეგიონულ ომში არ გადაიზარდოს, მიუხედავად ამისა, მწვავდება დაპირისპირება ისრაელსა და „ჰეზბოლას” შორის.