მთავარიმსოფლიოევროპაუკრაინის მოსაზღვრე დასახლებებში რუსეთი ზღუდავს შესვლას და ხურავს სკოლებს

უკრაინის მოსაზღვრე დასახლებებში რუსეთი ზღუდავს შესვლას და ხურავს სკოლებს

რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ოფიციალურ ტელეგრამარხზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც უკრაინის მოსაზღვრე რეგიონებიდან მოსახლეობის ევაკუაციაზე საუბრობს.

ბელგოროდის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ 22 მარტს უკრაინის საზღვრიდან 1200 ადგილობრივი ბავშვის ევაკუაცია მოხდება და ევაკუაცია ეტაპობრივად გაგრძელდება.

მისივე თქმით, რაიონის მთელ რიგ სოფელში შეიზღუდება შესვლა.

“ეს იმას ნიშნავს, რომ განთავსდება პოსტები, სადაც განლაგდებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს, ეროვნული გვარდიის, სასაზღვრო სამსახურის, თავდაცვის სამინისტროს და ადმინისტრაციის პერსონალი“, – განაცხადა გუბერნატორმა.

მისივე თქმით, უკრაინის მოსაზღვრე რეგიონებში რამდენიმე დღით დახურული იქნება სკოლები, ხოლო უნივერსიტეტები და კოლეჯები დისტანციურ წავლებაზე გადავლენ.

„ადგილობრივი ხელისუფლების ამოცანაა, რომ დაარწმუნოს მოქალაქეები დატოვონ რეგიონი. თავდაპირველად, ერთ-ერთ სოფელში მოქალაქეები ამბობდნენ: „არა ჩვენ არ გავალთ“, მაგრამ შემდეგ დაბომბვა გაძლიერდა და შემდეგ გვთხოვდნენ, რომ გაგვეყვანა იქიდან“, – განაცხადა ვიაჩესლავ გლადკოვმა.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში ბელგოროდისა და კურსკის რეგიონებზე გახშირდა საჰაერო თავდასხმები.

ამავდროულად, ამ რეგიონებში მიმდინარეობს შეტაკებები პრო-უკრაინულ რუსულ მოხალისეობრივ დანაყოფებსა და რუსეთის შეიარაღებულ ძალებს შორის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend