მთავარიევროპაუკრაინადაჭრილი უკრაინელი მებრძოლებისთვის კიევის კათოლიკურ ეკლესიაში სისხლის დონაციის პუნქტი მოეწყო

დაჭრილი უკრაინელი მებრძოლებისთვის კიევის კათოლიკურ ეკლესიაში სისხლის დონაციის პუნქტი მოეწყო

უკრაინაში კიევის კათოლიკურ ეკლესიაში სისხლის ჩაბარების პუნქტი მოეწყო. მოსახლეობის მიერ გაღებული სისხლი ფრონტის ხაზზე დაჭრილ ჯარისკაცებს მოხმარდებათ, ეკლესიაში სისხლის ჩასაბარებლად მივიდა ანასტასია სტანოვსკაც.

„სისხლის ჩასაბარებლად ჯერ დარეგისტრირებაა საჭირო. შემდეგ დროულად უნდა მოხვიდე, ცოტა ხნით რიგში იდგე. ექიმი რომ გაგსინჯავს, რეგისტრაცია თავიდან უნდა გაიარო. სისხლი უნდა გადაამოწმონ. საჭიროა ჩაის დალევა, რომ უსიამოვნო შეგრძნებებს თავი აარიდო. ბოლოს კი სისხლს ჩააბარებ”, – ამბობს ანასტასია სტანოვსკა.

სამშაბათს ეკლესიაში 33 დონორი მივიდა. ორგანიზატორ მარია ვერეიტინას თქმით, ჯამში მათ 15 ლიტრი სისხლი შეაგროვეს, რამაც შეიძლება 99 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინოს.

„ეს ერთგვარი წამოწყებაა, სახელწოდებით, „დონორთა კორპორაციული დღე“, ჩვენ მივდივართ  კომპანიებში და სისხლის ჩაბარების პუნქტს ვაწყობთ. კომპანიის თანამშრომლებს შესაძლებლობა აქვთ, უკრაინელთა სიცოცხლე საკუთარი სამუშაო ადგილიდან გადაარჩინონ. შემდგომ მამა პავლომ წინადადებით მოგვმართა, რომ მსგავსი ღონისძიება ეკლესიაშიც მოგვეწყო“, – ამბობს ორგანიზატორი, მარია ვერეიტინა.

სისხლის ჩასაბარებელი პუნქტი წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის სარდაფში მოეწყო. რომის კათოლიკური ეკლესიის მღვდელმთავრის თქმით, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის წინააღმდეგ მებრძოლი უკრაინელების დახმარება უკრაინის მოსახლეობის ვალია.

„აღმოსავლეთში ბევრი უკრაინელი კარგავს კიდურებს და მათ სისხლი ძალიან სჭირდებათ. ჩვენ გადავწყვიტეთ, გაგვეღო სისხლი მათთვის, იესომაც ხომ დაღვარა სისხლი ჩვენთვის, ჩვენი დამცველებიც ღვრიან სისხლს. ვინც ამ ინიციატივის შესახებ შეიტყო, შემოგვიერთდა. ვხედავთ, რომ ჩვენი მრევლის გარდა, სისხლის ჩასაბარებლად აქ კიდევ ძალიან ბევრი მოვიდა“, – ამბობს წმინდა ნიკოლოზის რომის კათოლიკური ეკლესიის მღვდელმთავარი მამა პავლო ვიშკოვსკი.

ორგანიზატორების თქმით, ინიციატივა, რომელიც სისხლის ჩაბარებას ითვალისწინებდა, კვლავ გაგრძელდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend