მთავარიევრონიუს ჯორჯიას სტუმარიწიგნი სახელად „პანდემია“

წიგნი სახელად „პანდემია“

„მე ერთი რიგითი ექიმი ვარ და ჩემი თვალით დანახული პანდემიის შესახებ მინდა გიამბოთ, მარტივად და გასაგებად“ – ასე იწყება ინფექციონისტი მაია ბუწაშვილისა და იმუნოლოგი გიორგი კამკამიძის წიგნი სახელწოდებით – „პანდემია.“

ნაწარმოები ავტორების, პროფესიული თვალით დანახულ გლობალურ კატასტროფაზე მოგვითხრობს. ასევე ქართული საზოგადოების სუსტ და ძლიერ მხარეებზე.

პანდემიამ საქართველოში 17 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, თუმცა ეს მხოლოდ ოფიციალური მონაცემებით.

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ გარდაცვლილთა რაოდენობა გაცილებით მეტია. პანდემიაზე და მის შესახებ დაწერილ წიგნზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა ისაუბრა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend