მთავარიევროპარუსეთიპუტინი ითხოვს, დაისაჯონ "მოღალატეები"

პუტინი ითხოვს, დაისაჯონ “მოღალატეები”

„ჩვენს მიწაზე შემოჭრის, არეულობისა და ეთნიკური შუღლის გაღვივების მოსურნეებსა და აღმასრულებლებს კარგი დასასრული არ ელით“,-განაცხადა ვლადიმერ პუტინმა ფედერალური სამსახურის მაღალჩინოსნებთან შეხვედრისას.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სამშაბათს დაადანაშაულა უკრაინა და მისი დასავლელი მხარდამჭერები “ტერორისტული მეთოდების” გამოყენებაში რუსეთის სასაზღვრო ტერიტორიებზე.

ამის შესახებ პუტინმა უშიშროების ფედერალური სამსახურის, FSB-ის, მაღალჩინოსნებთან შეხვედრაზე ისაუბრა.

„კიევის ნეონაცისტური რეჟიმი, კვლავ დასავლეთის მხარდაჭერითა და ხშირად მათი უშუალო მითითებით, გადავიდა ტერორისტულ მეთოდებზე“, – თქვა პუტინმა.

რუსეთის ლიდერმა განაცხადა, რომ უკრაინული „დივერსიული და ტერორისტული დაჯგუფებების“ მიერ რუსეთის ტერიტორიაზე შეჭრის მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.

მან სთხოვა FSB-ს, გამოიკვლიოს, ვინ არიან ამ სამხედრო ჯგუფების წევრები და „დასაჯოს ისინი ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას“.

პუტინმა ასევე ხაზი გაუსვა რუსი მესაზღვრეების საბრძოლო შესაძლებლობების გაზრდის აუცილებლობას როგორც ხმელეთზე, ასევე შავ ზღვაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend