საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის მორიგი ვეტო დაძლია საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ. ეს იმას ნიშნავს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს აღარ ეყოლება ოპოზიციის მიერ წარდგენილი მოადგილე.
ასევე მთავარ საარჩევნო კანონში შედის ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც, 5 წლის ვადით ცესკოს პროფესიული ნიშნით ასარჩევი წევრებისთვის პარლამენტის 100 დეპუტატის მხარდაჭერა აღარ იქნება საჭირო.
ევრონიუს ჯორჯიას ეთერში საუბრობს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორი ნანუკა ყრუაშვილი.