ასტრონავტი ტომას სტაფორდი, რომელიც 1969 წელს მისია „აპოლო 10-სა” და შეერთებული შტატებისა და საბჭოთა კავშირის პირველ კოსმოსურ საერთო კოსმოსურ მეთაურობდა, 93 წლის ასაკში ფლორიდის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
განცხადება მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ნასას ადმინისტრატორმა ბილ ნელსონმა გაავრცელა.
„დღეს გენერალი ტომ სტაფორდი გაფრინდა ზეცაში, რომელსაც ის ასე გაბედულად იკვლევდა. ის იყო Gemeni „აპოლოსა“ და Apollo Soyuz-ის მისიების წევრი. ყველანი, ვისაც მისი გაცნობის პატივი გვქონდა, დამწუხრებული ვართ, თუმცა, ამავდროულად, მადლიერებიც ვართ, ასეთ გიგანტს რომ ვიცნობდით“.
Godspeed, General Tom Stafford. Thank you for your contributions to NASA, and the world. pic.twitter.com/Ol8xZj6Zm5
— Bill Nelson (@SenBillNelson) March 18, 2024
საჰაერო ძალების გენერალ-ლეიტენანტი სტაფორდი ოთხ კოსმოსურ მისიაში მონაწილეობდა.
აპოლო 10-მდე ის Gemeni ორ მისიაზე იმყოფებოდა. სტაფორდი ნასას 24 ასტრონავტიდან ერთ-ერთია, რომელიც მთვარეზე გაფრინდა. თუმცა ის მთვარეზე არ დამჯდარა. ამჟამად 27 ასტრონავტიდან მხოლოდ შვიდია ცოცხალი.
1969 წლის მაისში Apollo 10-მა“ საფუძველი ჩაუყარა Apollo 11-ის ისტორიულ მისიას, როცა ადამიანი პირველად გაფრინდა მთვარეზე. სტაფორდმა თავის გუნდთან ერთად ხომალდი, სახელწოდებით „სნუპი“, მთვარის ზედაპირიდან 14 კილომეტრში მიიყვანა.
მთვარეზე დაშვების შემდეგ NASA-მ და საბჭოთა კავშირმა ერთობლივი კოსმოსური მისია შექმნეს. ამერიკული მხარის მეთაურად კი სტაფორდი დაინიშნა.
პენსიაში გასვლის შემდეგ სტაფორდი ნასასთან კონსულტანტად მუშაობდა. ის ასევე მონაწილეობდა ჰაბლის ტელესკოპის შეკეთებაშიც. მან NASA-ში საზოგადოებრივი საქმიანობისთვის ჯილდოც კი დაიმსახურა.