მთავარისაქართველო"საწვავზე ფასი არ გაიზრდება" - ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი

“საწვავზე ფასი არ გაიზრდება” – ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი

„ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარის ვახტანგ იობაშვილის განცხადებით, საწვავზე ფასის გაძვირების რაიმე საფუძველი არ არსებობს. რაც შეეხება რუსეთის მიერ საწვავის ექსპორტის აკრძალვას, მისივე თქმით, ამას საქართველოში ფასებზე გავლენა ვერ ექნება.

იობაშვილი განმარტავს, რომ საწვავის მომარაგებით საქართველოში სტაბილური მდგომარეობაა და მარაგთან დაკავშირებით საშიშროება არ არსებობს.

ამ დროისათვის საქართველო საწვავით რუმინეთიდან, ბულგარეთიდან, თურქმენეთიდან და აზერბაიჯანიდან მარაგდება.

“ითქვა, რომ შეიძლება, ფასი 20 თეთრით გაიზარდოსო, ამას ვერ დავეთანხმები, 20 თეთრით ვერ გაიზრდება. დღეს ამის არანაირი საფუძველი არ გვაქვს. რუსეთმა გააკეთა ის, რაც გააკეთა. რუსეთი პლაცს მინუსით გვაძლევდა. უკვე იგივე ფასია, ევროპისა და რუსული პროდუქტის ფასები გათანაბრებულია. აქედან გამომდინარე, მინდა გითხრათ, ფასის გაძვირების რაიმე საფუძველი არ არსებობს. ფასის გაძვირება მსოფლიო სანავთობო ბაზრებზეა დამოკიდებული. მოგეხსენებათ, ყოველდღე ოპეკის ქვეყნებში პლაცის ღირებულების ყოველდღიური კონტროლი და შეცვლა ხდება, თუ პოლიტიკურმა გავლენამ მსოფლიო სანავთობო ბაზრებზე არ იმოქმედა, ჩვენ დღეისთვის არაფერი გვემუქრება”, – განაცხადა იობაშვილმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend