ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო სახალხო დამცველი აქვეყნებს დასკვნას, რომლის მიხედვითაც, აფხაზეთში პატიმრების უფლებრივი მდგომარეობა საგანგაშოა.
ამ დოკუმენტის მიხედვით, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში სასჯელის მოხდა წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას უტოლდება. იქ სასჯელს საქართველოს უკანონო პატიმრობაში მყოფი მოქალაქეებიც იხდიან.
ევრონიუს ჯორჯიას ეთერში საუბრობს დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის (DRI) მკვლევარი, იურისტი ანა გახოკიძე.