მთავარიევროპასაფრანგეთისაფრანგეთი ოლიმპიური თამაშების მიმდინარეობისას რუსეთს ცეცხლის შეწყვეტას სთხოვს

საფრანგეთი ოლიმპიური თამაშების მიმდინარეობისას რუსეთს ცეცხლის შეწყვეტას სთხოვს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ საფრანგეთი ოლიმპიური თამაშების მიმდინარეობისას რუსეთს ცეცხლის შეწყვეტას სთხოვს.

მაკრონმა აღნიშნა, რომ რუსი სპორტსმენები მომავალ ოლიმპიადაზე არა რუსეთის სახელით, არამედ ინდივიდუალურად იასპარეზებენ და მათ გამოსვლას ყურადღებით დააკვირდებიან.

„კონფლიქტების მიმდინარეობისას სპორტიდან გარიცხვა ადრეც მომხდარა. წარსულში მსგავსი არჩევანი არაერთხელ გაკეთდა. ეს უკვე გავიარეთ. დარწმუნებულები ვართ, რომ რუსეთი გეოგრაფიულად არ შეიცვლება და ის ომის შემდეგაც იქნება უკრაინის მეზობელი. მომავალზე ფიქრისას ადამიანები ქვეყნის ხელისუფლებისგან უნდა გავმიჯნოთ“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

პარიზის ოლიმპიადა 26 ივლისს დაიწყება და 11 აგვისტოს დასრულდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend