მთავარისაქართველოიენს სტოლტენბერგის მეოთხე ვიზიტი საქართველოში

იენს სტოლტენბერგის მეოთხე ვიზიტი საქართველოში

იენს სტოლტენბერგს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და ნატოში სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დახვდნენ.

იენს სტოლტენბერგი შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრსაც და ასევე საქართველოს პრეზიდენტს. საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან გამართული პრესკონფერენციისას ნატოს გენერალურმა მდივანმა ყურადღება დაუთმო იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც ამჟამად იმყოფება დასავლეთი და ზოგადად, ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა. ასევე იენს სტოლტენბერგმა დიდი მადლობა გადაუხადა საქართველოს უკრაინისათვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევისა და უკრაინელი ლტოლვილების მასპინძლობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კი მადლიერება გამოხატა ალიანსის ურყევი გეოპოლიტიკური მხარდაჭერისთვის.

ნატოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა ორ ათწლეულზე მეტს მოიცავს და ეს ურთიერთობა ოფიციალურად 1994 წელს დაიწყო. 2002 წელს საქართველომ საჯაროდ განაცხადა ნატოში გაწევრიანების სურვილის შესახებ. 2008 წელს შეიქმნა საქართველო-ნატოს კომისია და ბუქარესტის სამიტზე გადაწყვიტეს, რომ საქართველო ადრე თუ გვიან ნატოს წევრი სახელმწიფო გახდებოდა. 2014 წლიდან კი არსებითი პაკეტის შემოღებამ დიდწილად განსაზღვრა ალიანსსა და თბილისს შორის სამხედრო თანამშრომლობის დინამიკა.

საქართველოსა და ნატოს შორის თანამშრომლობის კარგი მაგალითებია:

  • 2010 წელს დაარსებული „საჩხერის სამთო მომზადების სკოლა“

  • 2015 წელს შექმნილი „წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი“

  • 2016 წელს დაარსებული „თავდაცვითი აღმშენებლობის სკოლა“

საქართველოს გარდა ნატოს გენერალური მდივანი ეწვია სომხეთსა და აზერბაიჯანს. თბილისში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გამართული პრესკონფერენციისას იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესის რაც შეიძლება სწრაფად ამოქმედებით არის დაინტერესებული.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:20
spot_imgspot_img
Send this to a friend