გაეროს სურსათის სააგენტო აცხადებს, რომ ჩრდილოეთ ღაზაში მასობრივი შიმშილობა გარდაუვალია. სააგენტოს თქმით, ღაზის მოსახლეობის 70% უკიდურესი შიმშილის პირობებში ცხოვრობს, ხოლო კონფლიქტის შემდგომმა გაღრმავებამ, შესაძლოა, ღაზის მოსახლეობის ნახევარი შიმშილის ზღვრამდე მიიყვანოს. ამასთან ერთად ისრაელი მოკავშირეებისგან სულ უფრო და უფრო მეტ ზეწოლას განიცდის, რომ გაამარტივოს ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების გზები და გახსნას დამატებითი ჰუმანიტარული გასასვლელები.
Famine is imminent in northern #Gaza. The entire population is facing crisis levels of food insecurity or worse. Children are dying of dehydration & hunger.@UNRWA has the largest presence among all humanitarian organisations in Gaza. @UNLazzarini was denied entry to #Gaza today https://t.co/H940MUpzqv
— UNRWA (@UNRWA) March 18, 2024
“მსოფლიოს წამყვანი ექსპერტები ცალსახად ადასტურებენ, რომ ღაზის სექტორში შიმშილობა გარდაუვალია. ღაზაში მცხოვრები პალესტინელების ნახევარზე მეტმა, 1.1 მილიონმა ადამიანმა სრულად ამოწურა საკვების მარაგი და კატასტროფული შიმშილის ზღვარზე დგას. ეს არის უკიდურესი შიმშილის ზღვარზე მყოფთა ყველაზე დიდი რაოდენობა, რაც ოდესმე აღრიცხულა სურსათის უსაფრთხოების კლასიფიკაციის სისტემაში. ეს მთლიანად ადამიანის მიერ შექმნილი კატასტროფაა, რომლის შეჩერებაც შესაძლებელია. მოვუწოდებ ისრაელის ხელისუფლებას, ღაზის სექტორის მთელ ტერიტორიაზე უზრუნველყოს ჰუმანიტარულ დახმარებაზე სრული და შეუზღუდავი წვდომა. უნდა ვიმოქმედოთ ახლა, რათა თავიდან ავიცილოთ წარმოუდგენელი, მიუღებელი და გაუმართლებელი შედეგი“, – განაცხადა ანტონიუ გუტერეშმა, გაეროს გენერალურმა მდივანმა.