მთავარიკუბი“არჩევნები არჩევანის გარეშე” - პუტინის “არჩევას” დასავლელი ლიდერები ეხმაურებიან

“არჩევნები არჩევანის გარეშე” – პუტინის “არჩევას” დასავლელი ლიდერები ეხმაურებიან

ვლადიმერ პუტინისთვის გამარჯვება არ მიულოცავთ დასავლეთის ქვეყნებში. იქ ყველა თანხმდება, რომ ეს იყო არჩევნები “არჩევანის გარეშე”. თუმცა პუტინმა გულმხურვალე მილოცვა მიიღო ბელარუსის, ირანის, ჩრდილოეთ კორეის, ვენესუელისა და ნიკარაგუის ლიდერებისგან, ასევე საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. პრეზიდენტებისგან. რაც შეეხება დემოკრატიული სამყაროს ლიდერებს, მათ პუტინი და მისი არჩევნები მწვავედ გააკრიტიკეს.

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც ვლადიმერ პუტინის გამარჯვებით დასრულდა, გამოეხმაურა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი. მისი განცხადებით, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები სამართლიანი გზით არ ჩატარდა და დაფუძნებული იყო ხალხის დაშინებასა და გაყალბებაზე.

ასევე არაერთი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა არჩევნებზე:
„ეს იყო არჩევნები არჩევანის გარეშე. საარჩევნო პროცესი აჩვენებს არა მხოლოდ პუტინის აგდებულ დამოკიდებულებას საკუთარი ხალხის მიმართ, არამედ არღვევს გაეროს წესდებას. არჩევნების ჩატარება უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს“, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend