მთავარიმსოფლიოუკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში არჩევნები 17 მარტს გაიმართება, თუმცა რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე ხმის მიცემის პროცესი დროზე ადრე დაიწყო. 

უკრაინული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთი ამომრჩევლების მობილიზების სხვადასხვა ხერხს მიმართავს და ცდილობს, შექმნას ილუზია, რომ არჩევნებზე მაღალი აქტივობაა.

ზაპორიჟიის რეგიონის გუბერნატორის ივან ფედოროვის თქმით, მოქალაქეებს აინტერესებთ, როგორ უნდა აარიდონ თავი კენჭისყრის პროცესს. სურთ, გაიგონ, რა წერია უკრაინის კანონმდებლობაში ხმის იძულებით მიცემის შესახებ და როგორ უნდა აცნობონ ამის შესახებ უკრაინის ხელისუფლებას. გუბერნატორი ამბობს,  რომ ოკუპაციის პირობებში ყველაზე მნიშვნელოვანი გადარჩენა და ჯანმრთელობის შენარჩუნებაა. იმ ადამიანებს კი, რომლებსაც აიძულებენ ხმის მიცემას ან უკანონო პროცესებში მონაწილეობის მიღებას, არწმუნებს, რომ   არ აგებენ პასუხს კანონის წინაშე.

კიევი ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამართულ არჩევნებს უკანონოსა და ფიქციურს უწოდებს. იმ  მოქალაქეების წინააღმდეგ კი, რომლებიც ჩართული არიან საარჩევნო პროცესში და აქტიურად ეხმარებიან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს, სამართლებრივი დევნა დაიწყება. არის შემთხვევები, როდესაც ამ ადამიანებს თავს ესხმიან კიდეც.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend