მთავარიევროპარუსეთირუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

რეალურად არ ყოფილა წინასაარჩევნო კამპანია, არც არჩევნები და არც რაიმე ცვლილება –  ასე შეაფასეს პოლიტიკურმა ექსპერტებმა რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების დაწყება. ვლადიმერ პუტინი დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის კენჭს, რადგან ის უფრო პოპულარულია, ვიდრე მისი პარტია.

 

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი – AP

არჩევნებში კიდევ სამი კანდიდატი მონაწილეობს. თითოეული მათგანი პარლამენტის ქვედა პალატის წევრი და კომიტეტის თავმჯდომარეა. მათ არასოდეს გაუკრიტიკებიათ პუტინი ან მისი ომი უკრაინაში.

პოლიტიკის ექსპერტის დორკა ტაკაჩის აზრით, ეს რბოლა უსამართლოა. რუსეთის ციხეებში 3100 პოლიტპატიმარია. ბოლო ექვსი წლის განმავლობაში პოლიტიკური შეხედულებების გამო 116000 ადამიანი დააკავეს.

რუსი პოლიტოლოგის აზრით, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შედეგად დატოვებულ სიცარიელეს ვერც ერთი პოლიტიკური ფიგურა ვერ შეავსებს. ვერც მისი ქვრივი, რომელსაც რუსეთში დაბრუნება აეკრძალა.

ალესეი ნავალნის დაკრძალვა – AP

რუსმა პოლიტოლოგმა ყურადღება გაამახვილა საარჩევნო პროცესის დამკვირვებლებზეც და განმარტა, რომ რუსეთში ეუთოს წარმომადგენლები არ მოუწვევიათ.

დორკა ტაკაჩიმ ასევე განაცხადა, რომ სამხედრო მობილიზაცია არის ერთადერთი რამ, რამაც შეიძლება შეარყიოს პუტინის პოპულარობა. მაგრამ არჩევნების შემდეგ სახელმწიფოს მეთაურს სხვა გამოსავალი არ ექნება: მას მოუწევს  ახალგაზრდა მშვიდობიანი მოქალაქეების ომში გაწვევა, რადგან უკრაინის ფრონტზე ბევრი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend