მთავარიკუბიროგორ იყენებენ ტექნოლოგიური გიგანტები ხელოვნურ ინტელექტს? - ევროკავშირმა გამოძიება დაიწყო

როგორ იყენებენ ტექნოლოგიური გიგანტები ხელოვნურ ინტელექტს? – ევროკავშირმა გამოძიება დაიწყო

ტექნოლოგირ გიგანტებს ეძლევათ დრო 5 აპრილამდე, რათა წარმოადგინონ დოკუმენტაცია, თუ როგორ უმკლავდებიან ყალბ ამბებს, რომლებიც ვრცელდება სოციალურ ქსელში და ასევე ყალბ ანგარიშებსა და ე.წ. მძინარე ანგარიშებს, რომლებიც ევროკავშირის კვლევის მიხედვით, ჯერჯერობით არ არიან აქტიურები და გააქტიურებას მხოლოდ საარჩევნო პერიოდში აპირებენ.

ევროკავშირის ცნობით, ძირითადად ასეთი ანგარიშები რუსეთთან არიან დაკავშირებულნი.

ევროკავშირი ასევე იწყებს ოფიციალურ გამოძიებას ჩინურ ონლაინ სავაჭრო პლატფორმასთან ალი ექსპრესთან.

ალი ექსპრესის მიმართ არსებობს საჩივრები, რომ პლატფორმას იყენებენ ასევე არალეგალური პროდუქტების გასაყიდად, როგორიცაა ყალბი წამლები და სურსათი.

მიმდინარე კვირაში, ევროპარლამენტმა აბსოლუტური უმრავლესობით დაამტკიცა მსოფლიოში პირველი კანონი ხელოვნური ინტელექტის შესახებ.

ახალი წესებით, კადრებს, რომლებიც შექმნილი იქნება ხელოვნური ინტელექტის მიერ, უნდა ჰქონდეთ შესაბამისი აღნიშვნა. ზოგიერთ შემთხვევაში კი ასეთი მასალები საერთოდ აიკრძალება.

გარკვეული აკრძალვები გავრცელდება ხელოვნური ინტელექტის ისეთ სისტემებზე, რომლებიც ადამიანის იდენტიფიცირებისთვის  ამუშავებს ამ პირების რელიგიურ თუ ეთნიკურ მახასიათებლებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend