ნატოს გენერალური მდივნის მიერ წლიური ანგარიშის გამოქვეყნებას ფონად გასდევს აღმოსავლეთ ევროპაში ცივი ომის დასრულების შემდეგ ნატოს ყველაზე მასშტაბური სამხედრო მანევრები. ამ სამხედრო მანევრების სახელწოდებაა “მტკიცე მცველი 2024” და მასში ნატოს წევრი სახელმწიფოების 90 ათასი ჯარისკაცი და ასობით ტანკი სამხედრო საჰაერო და სამხედრო საზღვაო ხომალდი მონაწილეობს.
Proving unity and strength across Europe
90,000 troops from all 32 Allies are taking part in #SteadfastDefender24, NATO’s largest exercise in decades
— NATO (@NATO) March 12, 2024
რაც შეეხება იენს სტოლტენბერგის მიერ წარდგენილ წლიურ ანგარიშს, ის ბევრი სხვადასხვა საკითხით არის დატვირთული, საუბარი ეხება ნატოს სტრატეგიას, გეოპოლიტიკურ ფონსა და ნატოს ბიუჯეტს.
SG @jensstoltenberg announced the results of #NATO’s latest public opinion polls.
“The data is clear: public support for NATO is extremely strong on both sides of the Atlantic.”
🎥⤵️ #SGReport pic.twitter.com/xStFkmiWko
— Dylan White (@NATOpress) March 14, 2024
ნატოს სტრატეგიასა და გეოპოლიტიკურ ფონზე საუბრისას დღესდღეობით მთავარი აქცენტი მოსკოვზე კეთდება, მაგრამ დიდი ყურადღება ეთმობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას. ნატოს მიერ გამოყენებული ენა გაცილებით უფრო ხისტია კრემლზე საუბრისას, ვიდრე პეკინთან დაკავშირებით.
რაც შეეხება სამხედრო ბიუჯეტს. ჯერ კიდევ ტრამპის ადმინისტრაციის პერიოდიდან საუბრობენ წევრი სახელმწიფოების მიერ მთლიანი შიდა პროდუქტის 2 პროცენტის თავდაცვისკენ მიმართვაზე. ამჟამინდელი სტატისტიკის თანახმად:
2023 წელს ნატოს წევრი სახელმწიფოების თავდაცვითი ხარჯები გაიზარდა. ეს იყო მდგრადი ზრდის მეცხრე წელიწადი და 2022 წელთან შედარებით 2023 წელს თავდაცვითი ხარჯები 11 პროცენტით გაიზარდა;
2023 წელს ნატოს წევრი 11 სახელმწიფო ხარჯავდა მთლიანი შიდა პროდუქტის 2 პროცენტს თავდაცვაზე, წელს კი ამ სახელმწიფოთა რიცხვი უკვე 18-ია, 2014 წელს ამ სახელმწიფოთა ციფრი კი 3 იყო;
ამერიკის შეერთებული შტატები ნატოს ხარჯების 53 პროცენტს ფარავს და ეს თანხა დაახლოებით ერთ ტრილიონ ამერიკულ დოლარს აჭარბებს;
ეს იყო იენს სტოლტენბერგის ბოლო წლიური ანგარიში. დიდი ალბათობით, ივლისში ნატოს ახალი გენერალური მდივანი ეყოლება, ნატოს დაარსებიდან 75 წლისთავზე.