მთავარიევროპაუკრაინაევროპელი ლიდერები ბერლინში უკრაინის მხარდაჭერის საკითხს განიხილავენ

ევროპელი ლიდერები ბერლინში უკრაინის მხარდაჭერის საკითხს განიხილავენ

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ორ ფრანგულ ტელეარხთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ყველა ვარიანტი დასაშვებია. იგი საფრანგეთისა თუ ნატოს ჯარების  უკრაინაში გაგზავნას გულისხმობდა.

ამ საკითხთან დაკავშირებით ნატოში პარტნიორებს შორის ძლიერი წინააღმდეგობაა.  მაკრონის შეფასებით კი,  უკრაინაში მიმდინარე ომს ევროპისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ამბობს, რომ საფრანგეთი თავისი ინიციატივით არასდროს გადავა შეტევაზე.

საფრანგეთი არის მშვიდობის ძალა. მათ არ მართებთ სისუსტე, თუ სურთ, რომ უკრაინაში იყოს მშვიდობა.

პრეზიდენტი დასძენს, რომ  მათ ნათლად უნდა შეაფასონ ვითარება და მტკიცედ, ნებისყოფითა და გამბედაობით უნდა თქვან, რომ მზად არიან, გააკეთონ ყველაფერი, რათა მიაღწიონ მიზანს და  არ მისცენ რუსეთს გამარჯვების შესაძლებლობა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უკრაინის მხარდაჭერის შემცირება გამოიწვევს იმას, რომ ომის საფრთხე მათაც დაემუქრებათ. მიუხედავად ამ განცხადებისა, გერმანია იყო ერთ-ერთი ქვეყანა იყო, რომელიც  მაკრონის იდეას ეწინააღმდეგებოდა.

დღეს კი ბერლინში დაძაბულობის შემცირების მიზნითა და უკრაინის მხარდაჭერის საკითხების განსახილველად ერთმანეთს შეხვდებიან გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend