ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უახლოეს მომავალში საქართველოს ეწვევა. ნორვეგიელმა პოლიტიკოსმა ეს განცხადება მედიასთან შეხვედრისას გააკეთა. იენს სტოლტენბერგმა ისაუბრა კონგრესში არსებულ პოლიტიკურ დაპირისპირებაზე, რომელიც უკრაინისათვის სამხედრო დახმარების გაწევასთან დაკავშირებით წარმოიშვა. რესპუბლიკური პარტია კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობას ფლობს და კიევისთვის სამხედრო დახმარების გაწევას ეწინააღმდეგება.
“უკრაინას ტყვია-წამალი სჭირდება. კონგრესში ყოველი დღე გატარებული დისკუსიებში ნიშნავს კიდევ ერთ მძიმე დღეს ფრონტის ხაზზე უკრაინელი ჯარისკაცებისთვის. ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს მოსახლეობის ორი მესამედი მხარს უჭერს უკრაინისათვის შეიარაღების გადაცემას”, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა, ნატოს გენერალურმა მდივანმა.
In 2023, we further strengthened #NATO’s defences, agreed robust new military plans, put more forces at higher readiness & made major increases in defence investment. We also continued to deliver unprecedented support for #Ukraine. Read my Annual Reporthttps://t.co/ZmqA9cglyR
— Jens Stoltenberg (@jensstoltenberg) March 14, 2024
მიუხედავად ამ პროცესისა, ვაშინგტონმა ახლახან უკრაინას 300 მილიონი დოლარის დახმარება გადასცა, კონგრესში სადაო პაკეტი კი 60 მილიარდი ამერიკული დოლარის მოცულობის არის. იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ეს პოლიტიკური კრიზისი ბრძოლის ველზე უარყოფით გავლენას მოახდენს.