მთავარიაზიაისრაელი,ჰამასის" მიერ ტყვედ აყვანილი პირების ოჯახის წევრები მათ გათავისუფლებას კვლავ უიმედოდ ელიან

,ჰამასის” მიერ ტყვედ აყვანილი პირების ოჯახის წევრები მათ გათავისუფლებას კვლავ უიმედოდ ელიან

,,ჰამასის“ მიერ დაკავებული მძევლების ოჯახის წევრები სასოწარკვეთილ მდგომარეობაში არიან, რადგან რამადანი უკვე დაიწყო, ცეცხლი კი არ შეწყვეტილა.

ყოველი დღე ღაზაში დაკავებული მძევლების ახლობლებისთვის სულ უფრო მძიმე ხდება.

მუსლიმანთა წმინდა თვე, რომელიც ორშაბათს დაიწყო, ბოლო იმედი იყო მათთვის, მაგრამ დათქმული დრო საერთაშორისო მოლაპარაკებების შეთანხმების გარეშე  გავიდა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ მიაღწევს ,სრულ გამარჯვებას „ჰამასის“ წინააღმდეგ ომში, რომელსაც, ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით,  30,000 პალესტინელი ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა.

ისრაელის მთავრობა აცხადებს, რომ დარჩენილი მძევლებიდან 34 –  გარდაცვლილია, თუმცა მათი რაოდენობა, შესაძლოა, მეტიც იყოს.

საერთაშორისო შუამავლები ოპტიმისტურად იყვნენ განწყობილნი წინა შეთანხმებით, რომელიც ექვსკვირიან ცეცხლის შეწყვეტას, ათეულობით ისრაელელი მძევლისა და პალესტინელი ტყვეების გათავისუფლებასა და ღაზაში დიდი რაოდენობით ჰუმანიტარული დახმარების შეტანას ითვალისწინებდა.

მაგრამ „ჰამასმა“ საბრძოლო მოქმედებების გრძელვადიანი დასრულების გარანტიები მოითხოვა, რაზეც ისრაელმა უარი თქვა.

7 ოქტომბერს ,,ჰამასის“ მებრძოლები სამხრეთ ისრაელში შეიჭრნენ, ცეცხლი გაუხსნეს  1200 მშვიდობიან მოქალაქეს. 250 ადამიანი კი მძევლად აიყვანეს.

ნოემბრის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დროს ,,ჰამასმა“ 120 მძევალი გაათავისუფლა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend