მოზარდებს შორის ბულინგი აქტუალური პრობლემაა როგორც მთელ მსოფლიოში, ისე საქართველოში.
ბულინგი, შესაძლოა, მოიცავდეს ფიზიკურ ან სოციალურ ძალადობას და ზიანს აყენებდეს როგორც ადამიანის ფიზიკურ, ისე ემოციურ მდგომარეობას.
ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში პიროვნული განვითარების პლატფორმა “კაიკონას” თანადამფუძნებელმა ნინო მარგველაშვილმა ისაუბრა.