მთავარიმსოფლიოზაპოროჟიის ელექტროსადგურზე გაეროს ატომური სააგენტოს დამკვირვებელთა როტაცია მოხდა

ზაპოროჟიის ელექტროსადგურზე გაეროს ატომური სააგენტოს დამკვირვებელთა როტაცია მოხდა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დამკვირვებლები რუსული ჯარების მიერ კონტროლირებად ზაპორიჟიის ატომურ ელექტროსადგურზე ჩავიდნენ.

სამინისტრომ  გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ კვეთს  IAEA-ს ექსპერტების ჯგუფი რუსეთისა და უკრაინის ჯარებს შორის კონტაქტის ხაზს ზაპორიჟიის მიმდებარედ.

გამნაღმველებმა შეამოწმეს აუფეთქებელი საბრძოლო მასალები. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს  დამკვირვებლები რუსეთის მხარესაც გადავიდნენ.

რუსეთის სამხედრო ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსული ჯარები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ზაპოროჟიის ატომურ ელექტროსადგურის მთელ ტერიტორიაზე  იცავდნენ.

ატომურ ელექტროსადგურს რუსეთი 2022 წლიდან,  უკრაინაში სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ აკონტროლებს. პოტენციური ბირთვული კატასტროფის საფრთხის ფონზე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ არაერთხელ გამოთქვა შეშფოთება ზაპორიჟიის, ევროპაში ყველაზე დიდ  ატომურ ელექტროსადგურში შექმნილი ვითარების გამო.

ქარხნის ექვსი რეაქტორი თვეების განმავლობაში გამორთულია, მაგრამ ელექტროსადგურს ჯერ კიდევ სჭირდება ელექტროენერგია და კვალიფიციური პერსონალი გაგრილებისა და უსაფრთხოების სხვა სისტემების ფუნქციონირებისთვის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend