რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ კრემლი ბირთვული შეიარაღების გამოყენებისთვის მზად არის იმ შემთხვევაში, თუ რუსული სახელმწიფოს არსებობას საფრთხე დაემუქრება. ვლადიმერ პუტინმა ეს განცხადება საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი დღით ადრე გააკეთა. ცოტას თუ ეპარება ეჭვი, რომ ვლადიმერ პუტინი მეხუთედ გაიმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებში, მისი მთავარი პოლიტიკური ოპონენტი ალექსეი ნავალნი მკვდარია, ბორის ნადეჟდინს კი არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მიეცა.
“სამხედრო თვალსაზრისით ჩვენ მზად ვართ. ჯარები მუდმივი მზადყოფნის რეჟიმში იმყოფებიან. ჩვენი ბირთვული ტრიადა ყველაზე თანამედროვე და ძლიერია. სწორედ ჩვენ და ამერიკელებს გვაქვს ამ მასშტაბის შეიარაღება და ჩვენი უფრო ძლიერია. ჩვენ არავის ვეჯიბრებით ბირთვული ქობინების რაოდენობის ზრდაში, მაგრამ ეს მნიშვნელოვანიც არის ამავე დროს. შესაბამისი სამხედრო სტატისტიკა სპეციალისტებისთვის, ანალიტიკოსებისა და სამხედროებისთვის ცნობილია, ყველა მხარე ცდილობს თანამედროვე შეიარაღების დაგროვებას. ჩემი აზრით, სურვილის შემთხვევაში ისინი მზად არიან ბირთვული ომის წარმოებისთვის და ჩვენც. ვაშინგტონში აცხადებენ, რომ უკრაინაში ჯარებს არ გააგზავნიან. ჩვენ გვახსოვს ამერიკული ჯარები რუსულ მიწაზე. ისინი დამპყრობლები იყვნენ. სწორედ ასე მოვექცევით მათ უკრაინაში გამოჩენის შემთხვევაში და მათ ეს ესმით. ბაიდენი ტრადიციული პოლიტიკური სკოლის წარმომადგენელია და მან კარგად იცის ესკალაციასთან დაკავშირებული რისკები. ბაიდენის გარდა ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების ბევრი სპეციალისტია და სტრატეგიული დაგეგმარება გლობალურ, ატომურ ომს გამორიცხავს”, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა.
Putin: “It would be ridiculous for us to start negotiating with Ukraine just because it’s running out of ammunition.”
Republican leadership of the House cutting off military supplies to Ukraine has made Putin drop his pretense about desiring peace talks. He wants it all. pic.twitter.com/rlcmtaJz9U— Yaroslav Trofimov (@yarotrof) March 13, 2024
ვლადიმერ პუტინმა ასევე განაცხადა, რომ ჯო ბაიდენი ვეტერანი პოლიტიკოსია, რომელსაც კარგად ესმის ესკალაციასთან დაკავშირებული საფრთხეები. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, ის არ ელის ატომური ომის დაწყებას, მაგრამ ტექნოლოგიური თვალსაზრისით მისი არმია მზად არის.