მთავარიევროპასომხეთისომხეთი ახლოს ევროკავშირთან და შორს მოსკოვიდან

სომხეთი ახლოს ევროკავშირთან და შორს მოსკოვიდან

“სომხეთისა და ევროკავშირის ურთიერთობა ასეთი ძლიერი არასდროს ყოფილა”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა 12 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე. სომხეთის მთავრობის მეთაურმა გამოთქვა იმედი, რომ უახლოეს მომავალში მიიღებენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ამ ურთიერთობის სიმტკიცეს დაადასტურებს.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა ისიც, რომ ერევნის მიერ წამოყენებული საკითხების მოუგვარებლობის შემთხვევაში სომხეთი „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას“ დატოვებს.

კითხვაზე, თუ რა არის „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ პასუხისმგებლობის სფერო სომხეთში, სომხეთის მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ერევანს პასუხი არ მიუღია.

პრემიერმა განაცხადა ისიც, რომ სომხეთის რესპუბლიკის მესაზღვრე ჯარებს აქვთ შესაძლებლობა და საკმარისი გამოცდილება იმისთვის, რომ ზვართნოცის აეროპორტის სასაზღვრო კონტროლი რუსეთის მხარდაჭერის გარეშე განახორციელონ.

ფაშინიანი გამოეხმაურა აზერბაიჯანის მოთხოვნასაც ოთხი სოფლის გადაცემასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ტავუშის რეგიონის რომელიმე სოფლის გადაცემაზე საუბარი არასდროს ყოფილა და ეს ვერც მომავალში მოხდება. მისი თქმით, უახლოეს მომავალში ტავუშის რეგიონში თავად ჩავა და პრობლემებს ადგილზე გაეცნობა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend