მთავარისაქართველოგრიგორი კარასინი: „რუსეთი დაინტერესებულია ქართველ პარტნიორებთან პრაგმატული დიალოგით“

გრიგორი კარასინი: „რუსეთი დაინტერესებულია ქართველ პარტნიორებთან პრაგმატული დიალოგით“

რუსულ მედია „ტასთან“ ინტერვიუში რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობაზე ზურაბ აბაშიძის გიორგი ქაჯაიათი ჩანაცვლებას ეხმაურება გრიგორი კარასინი, რომელიც 12 წლის განმავლობაში ზურაბ აბაშიძესთან მართავდა არაფორმალურ დიალოგს რუსეთსა და საქართველოს შორის – ე.წ. „კარასინი აბაშიძის“ ფორმატში.

„ტასის“ ცნობით, კარასინი აცხადებს, რომ გიორგი ქაჯაიასთან სამომავლო მოლაპარაკებების დროს რუსული მხარე კვლავაც მოითხოვს იმ შედეგებზე მუშაობას, რომელსაც აბაშიძესთან კომუნიკაციის დროს მიაღწიეს.

ასევე გრიგორი კარასინი ამბობს, რომ ზურაბ აბაშიძესთან გამართული 26 შეხვედრის დროს არაერთხელ დაისვა საკითხები რუსეთ-საქართველოს მცხოვრებლებს შორის კომუნიკაციის პირობების გამარტივების შესახებ.

კარასინის განცხადებით, მხარეებმა თანმიმდევრულად იმუშავეს საქართველოს მოქალაქეებისთვის 2000 წელს შემოღებული სავიზო რეჟიმის გასამარტივებლად.

„რუსეთი დაინტერესებულია პრაგმატული დიალოგით და ქართველ პარტნიორებთან სრულფასოვანი, ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის დაბრუნებით”, – ასე თქვა გრიგორი კარასინმა, „ტასის“ ცნობით.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend