მთავარიმსოფლიოევროპის ქვეყნების იარაღის ექსპორტი გაორმაგდა, რუსეთის კი განახევრდა

ევროპის ქვეყნების იარაღის ექსპორტი გაორმაგდა, რუსეთის კი განახევრდა

“სტოკჰოლმის მშვიდობის საერთაშორისო კვლევის ინსტიტუტის” წარმომადგენელთა მიერ გავრცელებული სტატისტიკის თანახმად, ევროპულმა სახელმწიფოებმა შეიარაღების შესყიდვა გააორმაგეს. გაცილებით უფრო გაიზარდა ახლო აღმოსავლეთისა და აზიის სახელმწიფოების მიერ შეიარაღებისა და ტყვია-წამლის შესყიდვა.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეიარაღების ექსპორტი 17 პროცენტით გაზარდა, კრემლის მიერ გაყიდული შეიარაღების რაოდენობა კი განახევრებულია. ისტორიაში პირველად კრემლი რიგით მესამეა გლობალური მასშტაბით შეიარაღებისა და ტყვია-წამლის ექსპორტში, მეორე ადგილზე მყოფმა საფრანგეთმა შეიარაღების ექსპორტი გააორმაგა.

საერთაშორისო მასშტაბით შეიარაღების გაყიდვა 3 პროცენტით არის გაზრდილი. მსოფლიოში შეიარაღების ყველაზე დიდი იმპორტიორი ინდოეთია. აფრიკული სახელმწიფოების წილიც განახევრებულია და ეს დიდწილად ალჟირისა და მაროკოს პასიურობით აიხსნება. ისრაელისთვის მიწოდებული შეიარაღების 60 პროცენტი ამერიკულია, 30 კი გერმანული.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend