ტიკტოკის ბედი ამერიკის შეერთებულ შტატებში კვლავ გაურკვეველია.
წარმომადგენელთა პალატაში გასულ კვირას წარადგინეს კანონპროექტი, რომლის მიზანია, განაცალკეოს ვიდეოპლატფორმა ტიკტოკი ჩინური კომპანია „ბაიტთდენსისგან“, რომელმაც შექმნა გლობალურად ცნობილი გასართობი აპლიკაცია.
უკვე დიდი ხანია, მიმდინარეობს ამერიკაში მსჯელობა იმის თაობაზე, რომ ტიკტოკი ამერიკის წინააღმდეგ და ჩინეთის სასარგებლოდ მუშაობს.
მოსალოდნელია, რომ კანონპროექტს კენჭს პალატა მიმდინარე კვირაში უყრის. თეთრ სახლში აცხადებენ, რომ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მზად არის, ხელი მოაწეროს მას. თუ კანონპროექტს მიიღებენ, ტიკტოკს მიეცემა დაახლოებით 5 თვე იმისათვის, რომ განცალკევდეს ჩინური კომპანიისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში ონლაინმაღაზიებს აეკრძალება ტიკოტკის განთავსება მათ პლატფორმებზე.
აღსანიშნავია, რომ კანონპროექტი, ასევე უწესებს ანალოგიურ შეზღუდვებს სხვა ნებისმიერ აპლიკაციას, რომელიც სავარაუდოდ კონტროლდება ამერიკის მოწინააღმდეგე ქვეყნებისგან, როგორებიცაა ჩინეთი, ირანი, რუსეთი ან ჩრდილოეთ კორეა.
თავისივე აპლიკაციაში ტიკოტკი მოუწოდებს მომხმარებლებს აქტიურობისკენ. მაგალითად, დაურეკონ თავისივე შტატის წარმომადგენლებს ვაშინგტონში და გამოვიდნენ კანონპროექტის წინააღმდეგ. ტიკტოკში მიაჩნიათ, რომ ამერიკის ხელისუფლება არღვევს მოქალაქეების სიტყვის გამოხატვის თავისუფლებას.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამერიკის ხელისუფლება ცდილობს, აკრძალოს ან შეზღუდოს ტიკოტკის მუშაობა.
შტატ მონტანას სასამართლომ დაბლოკა ახლანდელი გადაწყვეტილება, დაბლოკოს ტიკტოკი ჯაშუშობის ბრალდებით. ნაციონალურ დონეზე, ტიკტოკის გამოყენება აკრძალული აქვთ მოწყობილობებში, რომლებსაც ხელისუფლება ფლობს , ისევე, როგორც აპლიკაცია აკრძალული აქვთ ევროკავშირის მასშტაბით სამთავრობო უწყებებში.
ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ასევე ცდილობდა აპლიკაციის აკრძალვას 2020 წელს, თუმცა ეს გადაწყვეტილება დაიბლოკა ამერიკული სასამართლოების მიერ.