მთავარიევროპაუკრაინავალერი ზალუჟნი დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩად ინიშნება

ვალერი ზალუჟნი დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩად ინიშნება

უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი, გენერალი ვალერი ზალუჟნი დიდ ბრიტანეთში ელჩად ინიშნება.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მისი კანდიდატურა ხუთშაბათს დაამტკიცა. კიევმა დიდ ბრიტანეთში უკვე გაგზავნა მოთხოვნა მის დანიშვნასთან დაკავშირებით. ვოლოდიმირ ზელენსკი და კიევის ოფიციალური პირები ფიქრობენ, რომ ზალუჟნის დანიშვნა უფრო მეტად გააძლიერებს კიევსა და ლონდონს შორის ურთიერთობებს.

ხუთშაბათს ზელენსკიმ კიევში უმასპინძლა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრ გრანტ შეფსს, რომელიც უკრაინაში უკვე მესამედ იმყოფება.

შეფსმა დამატებით 150 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების შესახებ განაცხადა, თანხის  მნიშვნელოვანი ნაწილი უკრაინის არმიისთვის 10 000-ზე მეტი საბრძოლო და სადაზვერვო დრონის შეძენას მოხმარდება.

უკრაინის დახმარების საკითხი განიხილეს 28 ქვეყნის წარმომადგენლებმა,  მათ შორის 21-მა მინისტრმა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ასევე უკრაინის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები და ნატოს გენერალური მდივანი. ვიდეოკონფერენცია პარიზის ორგანიზებით მოეწყო. მონაწილეების მიზანი საზოგადოებისთვის ერთიანობის ჩვენება და  კიევის მხარდაჭერის გასაზრდელად კონკრეტული წინადადებების შეთავაზება იყო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend