ორი წლის წინ უკრაინაში ომი დაიწყო და ისე, როგორც ნებისმიერი შეიარაღებული კონფლიქტი, ისიც წარუშლელ კვალს ტოვებს მილიონობით ბავშვსა და ზოგადად თაობაზე.
ომის უნგრელი კორესპონდენტი და მწერალი ჰესნა ალ გაუი ამ დროს თავის ოჯახთან ერთად შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა. მას გაუჩნდა სურვილი, თუნდაც შორიდან, ბავშვებისთვის ისეთი რამ შეექმნა, რაც მათ შიშის დაძლევაში დაეხმარებოდა.
თუმცა იდეის რეალობად ქცევას თითქმის 2 წელი დასჭირდა. მას ნორვეგიელი ფსიქოლოგი სოლფრიდ რაკნესი ეხმარებოდა.
მობილური აპლიკაცია ახლა უკვე ხელმისაწვდომია ინგლისურ და უკრაინულ ენებზე.
ჰესნა ალ გაუი ამბობს, რომ პროექტის განვითარების ეტაპი სასიამოვნო პროცესი იყო, თუმცა იმაზე მეტად რთული და ხანგრძლივი აღმოჩნდა, ვიდრე ვარაუდობდა. მისთვის არ იყო ადვილი ანალოგიური ნივთის ციფრულ ინსტრუმენტად გადაქცევა, რომლითაც მარტივი იქნებოდა თამაში და არ დასჭირდებოდათ დიდი ძალისხმევა.
ამ აპლიკაციის გამოყენება შესაძლებელია ძველ მოწყობილობებზეც. ბავშვები თამაშში ინტერესით ერთვებიან ისეთ მძიმე და ტრავმულ სიტუაციაშიც კი, რომელშიც ისინი იმყოფებიან.
აპლიკაცია „მეჯიქ მიტენი“ ანუ „ჯადოსნური ხელთათმანი“ დაფუძნებულია ძველ უკრაინულ ზღაპარზე, რომელიც დაკარგული ხელთათმანის პატრონებზე ანუ თითებზე მოგვითხრობს. მისი სრულად მოსმენა შვიდ დღეშია შესაძლებელია და შედის ისეთი ვარჯიშებიც, რომლებიც სტრესის შემცირებას, ემოციური ცნობიერების ამაღლებასა და განტვირთვას ემსახურება.