HIGH & LOW— JOHN GALLIANO

ხელოვანი, რომელიც ქმნის მსოფლიო მოდის ტენდენციებს. იმ ტენდენციებს, რომელთა გარშემოც მოდა ათწლეულების განმავლობაში ბრუნავს. ეს ჯონ გალიანოა – ნამდვილი ჯადოქარი, რომელიც სამყაროს თავის ნებაზე ატრიალებს. ჯონ გალიანო, რომელიც ყოველთვის თავის ძალიან საინტერესო სათქმელს ამბობს პოდიუმზე და მისი ჩვენებები არასდროს იმეორებს იმას, რაც უკვე იყო… ასე იყო „მარჟიელას“ ბოლო ჩვენებაზეც, ასე იყო გალიანოს 1994 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენებაზეც, რომელზეც უკვე ათწლეულებია ლაპარაკობენ…

დიზაინერის შესახებ ოსკაროსანმა რეჟისორმა კევინ მაკდონალდმა ფილმი გადაიღო, რომლის პრემიერაც დღეს, 8 მარტს, არის. ფილმში მოთხრობილია ყველაფერი, მათ შორის მტკივნეული ეპიზოდები ჯონ გალიანოს ცხოვრებიდან. მისი ანტისემიტური განცხადებები, რის გამოც დააკავეს და შემდეგ „დიორის“ მოდის სახლიდანაც გაუშვეს. ის, რის გამოც გალიანო წლების განმავლობაში სახლში იყო და არაფერს ქმნიდა. თუმცა მისი კარიერა ამ ამბით მხოლოდ დროებით შეჩერდა. როგორც ამბობენ, მოდამ მას შეცდომები აპატია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend