მთავარიაზიაღაზააშშ ჰუმანიტარული ტვირთების შესატანად ღაზის სანაპიროზე დროებით პორტს მოაწყობს

აშშ ჰუმანიტარული ტვირთების შესატანად ღაზის სანაპიროზე დროებით პორტს მოაწყობს

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ღაზის სანაპიროზე დროებით პორტს ააშენებს, რათა უზრუნველყოს რეგიონში ჰუმანიტარული ტვირთის შეტანა.

ბაიდენმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საბრძოლო მოქმედებებში არცერთი ამერიკელი ჯარისკაცი არ ჩაერთვება. პორტის მეშვეობით კი ღაზაში საკვები, წყალი და მედიკამენტები შევა.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი – AP

ჯო ბაიდენის თქმით,  ისრაელმა თავისი წილი ვალდებულება უნდა შეასრულოს, ხელი არ უნდა შეუშალოს  ღაზაში უფრო მეტი დახმარების შეტანას და ამავე დროს, უნდა უზრუნველყოს ჰუმანიტარული მუშაკების უსაფრთხოება.

ისრაელმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ ღაზაში გახსნიან გადასასვლელ პუნქტს. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ისრაელის ხელმძღვანელობას მიმართა და განაცხადა, რომ ჰუმანიტარული დახმარება არ შეიძლება იყოს მეორეხარისხოვანი ან ვაჭრობის საგანი.  უდანაშაულო ადამიანების დაცვა და გადარჩენა  პრიორიტეტული უნდა იყოს.

ჰუმანიტარული დახმარებისთვის გამოყოფილია მხოლოდ რამდენიმე სახმელეთო გზა, ამას დაემატება საჰაერო გზით მიწოდებაც, რაშიც რამდენიმე ქვეყანაა ჩართული. თუმცა ჰუმანიტარულ ორგანიზაციებში მიიჩნევენ, რომ ეს უფრო მორალური მხარდაჭერაა და გაცილებით მეტის გაკეთებაა საჭირო.

ისრაელის მთავრობის სპიკერის ავი ჰიმანის ინფორმაციით, ისრაელი აკონტროლებს ყველა იმ ჰუმანიტარულ ტვირთს, რომელიც ღაზაში, მათ შორის საჰაერო გზით შედის. პროცესი  ყოველდღიურად გაგრძელდება და ისინიც თანდათან დახვეწენ ამ დახმარების განაწილებას. იგი დასძენს, რომ „ჰამასი“ ამ დახმარების მოპარვას ცდილობს. შესაბამისად,  „ჰამასის“ მებრძოლებს შიმშილი ნამდვილად არ ემუქრებათ.

ამავდროულად, ხუთშაბათს ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხოსე მანუელ ალბარესმა გაეროს პალესტინის დახმარების სააგენტოსთვის 20 მილიონი ევროს გადაცემის შესახებ განაცხადა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend