მთავარიმსოფლიოევროპა"უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ოცნებას რეალობად ვაქცევთ" - ევროკომისიის პრეზიდენტი

“უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ოცნებას რეალობად ვაქცევთ” – ევროკომისიის პრეზიდენტი

“ევროპის სახალხო პარტიამ” მხარი დაუჭირა ურსულა ფონ დერ ლაიენს, დაიკავოს ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტი მეორე ვადით. საიდუმლო კენჭისყრაზე მის კანდიდატურას 800-მა დელეგატმა მისცა ხმა. “ევროპის სახალხო პარტია” ლიდერობს სხვადასხვა გამოკითხვაში და ვარაუდობენ, რომ სწორედ ის დარჩება ევროპარლამენტის ყველაზე დიდ ფრაქციად შემდეგი მოწვევის პარლამენტშიც.

პარტიის კონგრესზე სიტყვით გამოვიდა თავად ევროკომისიის პრეზიდენტიც. მან ისაუბრა ევროპის ერთიანობაზე, მომავალ არჩევნებზე, კლიმატზე, თუმცა ყველაზე დიდი ყურადღება რუსეთის ომზე გაამახვილა და იმაზე, თუ რა საფრთხეების წინაშე დგას ახლა ევროპა და მისი მშვიდობიანი მომავალი.

ამონარიდები ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებიდან, რომელიც მან ევროპის სახალხო პარტიის კონგრესზე გააკეთა:

„რუსული აგრესიის მიზანი იყო უკრაინის წაშლა მსოფლიო რუკიდან. უკვე მესამე წელია ომი გრძელდება და ახლა ის უფრო ინტენსიურია, ვიდრე ოდესმე. ჩვენ ვხედავთ იმ პოტენციალსა და საფრთხეს, რომლებსაც ე.წ. დიქტატორთა ლიგა უქმნის სამყაროს: ომი ღაზაში, დესტაბილიზაცია ახლო აღმოსავლეთში. ვხედავთ ჩინეთისა და სხვა ქვეყნების აგრესიულ ეკონომიკურ კონკურენციას. აქ კი პუტინის მეგობრები ცდილობენ, გადაწერონ ჩვენი ისტორია და წაგვართვან მომავალი. ისინი ყველგან სიძულვილს ავრცელებენ. ახლა უკვე ყველამ ვიცით, თუ რა დევს სასწორზე ამ არჩევნებში. ჩვენს მშვიდობიან და ერთიან ევროპას უპირისპირდებიან პოპულისტები, ნაციონალისტები, დემაგოგები, რადიკალი მემარჯვენეები თუ მემარცხენეები. მათ სხვადასხვა სახელწოდება აქვთ, თუმცა მიზანი ერთი. მათ სურთ, გათელონ ჩვენი ფასეულობები და გაანადგურონ ჩვენი ევროპა. ჩვენ, “ევროპის სახალხო პატია”, ამას არასდროს დავუშვებთ.

პუტინი უამრავ დანაშაულზეა პასუხისმგებელი. პასუხისმგებელია ალექსი ნავალნის მკვლელობაზე. როგორი ემოციური იყო იმ ხალხის სიმამაცე, რომლებიც ნავალნის გასვენებაში მივიდნენ.

ეჭვი არავის შეეპაროს, ევროპა უკრაინის გვერდით იქნება, სანამ ეს ბრძოლა გრძელდება. იქნება მეტი ფინანსური დახმარებით, მეტი სამხედრო დახმარებით. რუსეთი ანადგურებს სახლებს, საავადმყოფოებს, საბავშვო ბაღებს, მაგრამ რუსეთი ვერ გაანადგურებს ოცნებას. ვერ გაანადგურებს ოცნებას თავისუფალი და აყვავებულ უკრაინის შესახებ, რომლის ადგილიც ევროკავშირშია. ეს ოცნება ცოცხლობს დღეს მოლდოვაში, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში. ჩვენ ყველა ერთად ამ ოცნებას რეალობად ვაქცევთ”.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend