თეთრი სახლის მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადების თანახმად, შვედეთი ნატოს ოფიციალურად დღეს, 7 მარტს, შეუერთდება.
NATO SG Stoltenberg has just informed me that all NATO member states have accepted our accession protocol, and has invited Sweden to accede to the North Atlantic Treaty. Sweden will soon be NATO’s 32nd member.
— SwedishPM (@SwedishPM) March 7, 2024
შვედეთმა მეზობელ ფინეთთან ერთად დაიწყო ნატოში ინტეგრაციის პროცესი უკრაინაში რუსული სრულმასშტაბიანი ინტერვენციის ფონზე, მაგრამ თურქეთის რესპუბლიკისა და უნგრეთის წინააღმდეგობის ფონზე, ფინეთისგან განსხვავებით შვედეთი რამდენიმე თვის დაგვიანებით ხდება ალიანსის 32-ე წევრი სახელმწიფო.
Training on defending our Alliance’s northern territories 🛡️
Hosted by the Nordic countries 🇫🇮 🇳🇴 🇸🇪, 20,000 soldiers begin exercise together as part of the #SteadfastDefender24 series
pic.twitter.com/SZgLO8d8sl— NATO (@NATO) March 4, 2024
შვედეთი 1814 წლიდან ნეიტრალურ საგარეო პოლიტიკას ატარებდა, მაგრამ ვლადიმერ პუტინის მიერ წარმოებული ომის ფონზე სტოკჰოლმში ისტორიული გადაწყვეტილება მიიღეს. ამჟამად შვედეთის მეზობელი ფინეთის ტერიტორიაზე (ბალტიისპირეთისა და პოლონეთის მხარდამხარ) ისტორიაში პირველად იმართება ნატოს სამხედრო მანევრები. ეს მანევრები ცივი ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბურია. შვედეთს დიდი სამხედრო ტრადიციები და საკმაოდ განვითარებული სამხედრო საწარმოო ბაზა აქვს.
შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანების საპასუხოდ კრემლმა დასავლეთ სამხედრო ოლქის სანაცვლოდ საბჭოთა დროს არსებული მოსკოვისა და ლენინგრადის სამხედრო ოლქები აღადგინა.