მთავარისაქართველოანტიდასავლური პროპაგანდა საქართველოში

ანტიდასავლური პროპაგანდა საქართველოში

“მეორე ფრონტის გახსნა“, „მეორე მაიდანი“, „სუვერენული დემოკრატიის“ ხელყოფის შიში, დემოკრატიული ინსტიტუტები და დასავლური დაფინანსება – “მედიის განვითარების ფონდის” ახალი კვლევის მიხედვით, სწორედ ეს მიმართულებები გამოიკვეთა 2022 წელს მანიპულაციების მთავარ იარაღად ინტერნეტსივრცეში.

“მედიის განვითარების ფონდმა” საქართველოში გავრცელებულ ანტიდასავლურ პროპაგანდასთან დაკავშირებით კონფერენცია გამართა. შეხვედრაზე წარადგინეს კვლევა, რომელიც 2022 წლის ტენდენციებს ეხება და მედიის მონიტორინგის გზით დააკვირდნენ პოლიტიკურ პარტიებს, სასულიერო პირებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს. ორგანიზაციის წევრები ამბობენ, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ საქართველოში განსაკუთრებით ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ დასავლეთს საქართველოს ომში ჩართვა სურს.

ასევე პრორუსული ჯგუფები ავრცელებდნენ დეზინფორმაციას, რომ ევროკავშირი საქართველოს უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს და ამის გაკეთება მხოლოდ რუსეთს შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ კვლევა მხოლოდ 2022 წელს მოიცავს, პრორუსული ჯგუფებისგან მაშინაც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას. ყველაზე გავრცელებული დეზინფორმაცია სწორედ იმას შეეხებოდა, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის არაფერს ნიშნავს და აქვე ახსენებდნენ თურქეთს, რომელიც ევროკავშირის წევრობას ათწლეულებია ელოდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend