მთავარიევროპასომხეთისომხეთი ითხოვს რუსმა მესაზღვრეებმა დატოვონ ზვართნოცის აეროპორტი

სომხეთი ითხოვს რუსმა მესაზღვრეებმა დატოვონ ზვართნოცის აეროპორტი

სომხეთში ამბობენ, რომ გაუგზავნეს ოფიციალური წერილი რუსეთს ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტიდან რუსი მესაზღვრეების გაყვანის თაობაზე. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერი არმენ გრიგორიანი ამბობს, რომ საერთაშორსო აეროპორტს თავად სომეხი მესაზღვრეები უნდა აკონტროლებდნენ და რომ სომხეთს ამისი შესაძლებლობა აქვს.

ცოტა ხნით ადრე იგივე პოზიცია გაახმოვანა ეროვნული ასამბლეის სპიკერმა ალენ სიმონიანმა. მან თქვა, რომ სწორი იქნება, თუ რუსები დატოვებენ სომხეთის ზვართნოცის აეროპორტს.

რუსეთის საზღვრის დაცვის სამსახური წარმოადგენს FSB-ის სტრუქტურების ნაწილს. ისინი ზვართნოცში იმყოფებიან 1992 წლის შემდეგ რუსეთ-სომხეთის შეთანხმებს საფუძველზე. ეს შეთანხმება არ აკონკრეტებს რუსი მესაზღვრეების როლს, მაგრამ ამბობს, რომ მათ შეუძლიათ აეროპორტების გამოყენება ტრანსპორტირებისთვის.

ერევნის ეს გადაწყვეტილება კი არის ერთგვარი გაგრძელება იმ დაპირისპირებისა, რომელიც ბოლო დროს მოსკოვსა და ერევანს შორის სულ უფრო და უფრო მატულობს. გასულ კვირას სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გამოაცხადა, რომ ქვეყანა “ყინავს” წევრობას რუსეთის ხელმძღვანელობით სამხედრო ალიანსში, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში. ასევე სომხეთმა რატიფიცირება მოახდინა რომის სტატუტის, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა ვალდებულია მის ტერიტორიაზე ყოფნის შემთხვევაში დააკავოს ჰააგის სასამართლოს მიერ ძებნილი ვლადიმერ პუტინი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend