მთავარიმსოფლიოსკანდინავიური ნეიტრალიტეტის დასასრული - შვედეთი და ფინეთი ნატოში

სკანდინავიური ნეიტრალიტეტის დასასრული – შვედეთი და ფინეთი ნატოში

უკრაინაში ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზანი კრემლის თანახმად სამია: უკრაინის დემილიტარიზაცია, უკრაინის დენაციფიკაცია და ნატოში უკრაინის გაწევრიანებისთვის ხელის შეშლა.

უკრაინული არმია ამჟამად მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და გამოწრთობილია, ფრონტის ხაზებზე ამჟამად ოკუპანტების წინსვლა კი მეტწილად უკრაინის არსენალში სწორედ არასაკმარისი ტყვია-წამლით აიხსნება.

უკრაინის დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება სახელმწიფოს ისევ მართავს, ნატოში კი უკრაინაში კრემლის მიერ ომის დაწყებამდე 30 სახელმწიფო იყო, ახლა კი მათი რიცხვი 32-ია.

ივლისში ვაშინგტონში ნატოს დაარსების 75 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებისას ოფიციალურად იზეიმებენ შვედეთისა და ფინეთის ალიანსში გაწევრიანებას და საინტერესოა, ვნახოთ, თუ რა სამხედრო რესურსი შემატა ამ ორმა სახელმწიფომ ნატოს.

უდიდესი სამხედრო ტრადიციის მქონე შვედეთი ერთ დროს იმპერია გახლდათ და მოსკოვს ბალტიისპირეთის ფლობაში ეცილებოდა, 1814 წლიდან კი შვედეთი ნეიტრალიტეტს იცავდა. ფინეთთან დაკავშირებით საუბრისას ყველას პირველ რიგში 1939-1940 წლებში საბჭოთა იმპერიის მიერ წარმოებული ომი ახსენდება, ომი, რომლის შედეგადაც “ფინურ მიწაში” 200 ათასზე მეტი საბჭოთა ოკუპანტი აღმოჩნდა.

უკრაინაში მიმდინარე რუსული ინტერვენციისა და თანმდევი გეოპოლიტიკური მოვლენების შესახებ სასაუბროდ ევრონიუს ჯორჯიამ თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევების სამეფო ინსტიტუტის RUSI მკვლევარი, შავი ზღვის რეგიონისა და რუსეთის მიმართულებით, ნათია სესკურია მოიწვია. მასთან აღმოსავლეთ ევროპაში ცივი ომის შემდეგ ნატოს ყველაზე მასშტაბურ სამხედრო მანევრებზე, ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების შედეგებსა და უკრაინის ომზე ვისაუბრეთ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend