მთავარიმსოფლიოსისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ორი რუსი სამხედრო მეთაურის დაპატიმრების ორდერი გასცა

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ორი რუსი სამხედრო მეთაურის დაპატიმრების ორდერი გასცა

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ყოფილი მეთაურის ადმირალ ვიქტორ სოკოლოვისა და  რუსეთის შორ მანძილზე მოქმედი ავიაციის ხელმძღვანელის სერგეი კობილაშის დაპატიმრების ბრძანება გასცა.

მათ ბრალად ედებათ უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურაზე თავდასხმა. მოსამართლეები ამბობენ, რომ მათ აქვთ იმის მტკიცებულება, რომ    ისინი მიზანმიმართულად ესხმოდნენ თავს სამოქალაქო ობიექტებს.

თავის ყოველდღიური მიმართვის დროს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაკავების ორდერის გაცემისთვის მადლობა გადაუხდა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანეულ მაკრონმა თავის ჩეხ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ  რუსეთმა არ უნდა მოიგოს  ომი უკრაინაში. უკრაინელი ხალხისა და არმიის მხარდაჭერა კი იქამდე უნდა გაგრძელდეს, სადამდეც საჭირო იქნება.

გუშინ კი ოდესაში საცხოვრებელ კორპუსზე დრონით თავდასხმის შედეგად გარდაცვლილი ერთი ოჯახის 5 წევრი დაკრძალეს. გასულ უქმეებზე რუსეთის მიერ მიტანილი იერიშის  დროს 12 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ხუთი ბავშვია. დაღუპულთა შორის იყვნენ ტეტიანა და ოლეჰ კრავეცი და მათი შვილები: 7 თვის ჩვილი, ათი წლის სერგეი და 8 წლის ზლატა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend