მთავარიევროპაუკრაინა"პუტინს ტრიბუნალი გაასამართლებს" - უკრაინის გენერალური პროკურორი

“პუტინს ტრიბუნალი გაასამართლებს” – უკრაინის გენერალური პროკურორი

უკრაინის პროკურატურა მუშაობს 123 000 საქმეზე, რომელიც რუსეთის მხრიდან უკრაინაში ჩადენილ ომის დანაშაულს უკავშირდება. ამ დრომდე უკრაინაში 81 რუსეთის მოქალაქე გაასამართლეს. პროკურატურა იმედოვნებს, რომ ერთ დღეს სამართლიანობა აღსრულდება, ყველა პასუხისმგებელი პირი მართლმსაჯულების წინაშე წარდგება, პირველ რიგში კი ვლადიმერ პუტინი.

2022 წლის მარტის ბოლოს ბუჩას განთავისუფლების შემდეგ მსოფლიომ გაიგო, თუ რა ხდებოდა ბუჩაში.

მასობრივი სიკვდილით დასჯა, წამება, გაუპატიურება, ბავშვების გატაცება.

რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილ ომის დანაშაულზე ევრონიუსი უკრაინის გენერალურ პროკურორს ესაუბრა.

“საქმე იმაში არ არაა, რომ რომელიღაც რუსული დანაყოფი ბუჩაში გაგიჟდა. ასეთია მათი პოლიტიკა. ასე იქცევიან ისინი. იგივე სურათი დაგვხვდა გათავისუფლებულ ხერსონში, ნოემბერში… იგივე დანაშაული… ჩვენ აღმოვაჩინეთ წამების საკნები ხერსონსა და ხარკივში. გვაქვს უამრავი ჩვენება იმ ხალხისგან, ვისზედ სექსუალურად იძალადეს. 2022 წელს სექსუალური ძალადობის 44 შემთხვევას ვიძიებდით. დღეს კი უკვე 274-ია”, -აცხადებს პროკურორი.

ის ასევე საუბრობს უკრაინიდან გატაცებული ბავშვების შესახებ. გავრცელებული ცნობებით, რუსეთმა უკრაინის ოკუპირებული რეგიონებიდან 19-20 000 ბავშვი გაიტაცა.

“ეს ჩვენი ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა. ზოგიერთი ბავშვი ბავშვთა სახლებიდან გაიტაცეს. ზოგი იძულებით დააშორეს მშობლებს ე.წ. ფილტრაციის ბანაკებში. ზოგი ვითომ არდადეგებზე წაიყვანეს და აღარ დაუბრუნეს საკუთარ ოჯახს. მათ გადაწყვიტეს რუსეთში გაზარდონ ეს ბავშვები. ასე სურთ მათი ცნობიერებიდან მათი წარსული, მათი იდენტობა ამოშალონ. ეს ყველაზე სასტიკი რამაა”, – ამბობს გენერალური პროკურორი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend